დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილის რეჟიმმა არსებული პრობლემები დაშინება-დატერორების წნეხის ქვეშ მოაქცია!

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილის რეჟიმმა არსებული პრობლემები დაშინება-დატერორების წნეხის ქვეშ მოაქცია!

  "სააკაშვილის რეჟიმმა კი გამოაცხადა, მენტალური რევოლუცია მოვახდინეთო, მაგრამ რეალურად არანაირი მენტალური ძვრები საზოგადოებაში არ გამოუწვევია",  - აღნიშნულ კომენტარი საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრმა დავით ზურაბიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა:

 "უბრალოდ ამ მხრივ არსებული პრობლემები დაშინება-დაჩმორება-დატერორების წნეხის ქვეშ მოაქცია და ტელეპროპაგანდის ბრჭყვიალა სათამაშოებით მორთო.

  ეს არ იყო მხოლოდ პრობლემების კონსერვაცია. უსამართლო და ძალადობრივი მოპყრობის გამო ყველა ჯურის ფაშისტმა, რეტროგრადმა და გონებაჩლუნგმა ბნელმა მიიღო ის, რაც მანამდე არასდროს ჰქონია - ერთგვარი მორალური უპირატესობის განცდა არა მხოლოდ "ნაცმოძრაობის", არამედ ზოგადად პროდასავლური დისკურსის მიმართ, რამდენადაც ეს პუბლიკა მიშისტობას და პროდასავლელობას ვერც ვერასდროს ანსხვავებდა ერთმანეთისგან.

   აქედან გამომდინარე, კი ვიცოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბიწიერი ეფექტის ამბავში მთელი ეს მიჭირხვნილ-დაგუბებული ნაგავი ამოტივტივდებოდა ზედაპირზე, მაგრამ უკვე შემაწუხებელი გახდა, თანაც, ნამეტნავად შემაწუხებელი, კლიანუს, ჩესნოე სლოვო..." - წერს ზურაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: