ვაშინგტონი საქართველოს აფრთხილებს

ვაშინგტონი საქართველოს აფრთხილებს

    შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო პროცესებს და შეახსენებს ქვეყნის მტავრობას, რომ იურიდიული სისტემა პოლიტიკური მიზნებისათვის არ უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენი ფსაკმა, რომელმაც, ჟურნალისტთა თხოვნით, კომენტარი გაუკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექს-მინისტრ ბაჩანა ახალაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

   "ჩვენ კვლავ მივაპყრობთ საქართველოს მთავრობის ყურადღებას კანონიერებისა და პროცესუალური ნორმების დაცვაზე და ვიკვლევთ [ამ მოქმედების] გამჭვირვალეობის საკითხს, რათა არ იყოს იმის შეგრძნება, რომ იურიდიული სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ შეერთებული შტატები ადრეც გამოხატავდა შეშფოთებას საქართველოში ზოგიერთი სასამართლო საქმის მიმართ და შეშფოთების საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს".
ამასთან, ჯენი ფსაკმა განაცხადა, რომ მას არ სურს ცალკეულ საქმეებზე ილაპარაკოს იმდენად, რამდენადაც ყოველ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს. "მაგრამ იქ გამოტანილი განაჩენების მთელი სერია იყო და ამიტომაც თავის დროზე ამ მიზეზით ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით". "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმსა და ღია დებატებისადმი პატივისცემაში გამოიხატება"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: