შსს-მ ყალბი ფულის შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა

შსს-მ ყალბი ფულის შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიმა, ყალბი ფულის შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა სპარტაკ ჯინორიძემ და თამაზ გუგეშაშვილმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე, გაასაღეს 2 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს - 90 აშშ დოლარს.

  დაკავებულის, სპარტაკ ჯინორიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 18 300 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: