კახი კალაძე: ვცდილობ, გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო!

კახი კალაძე: ვცდილობ, გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო!

  "ვცდილობ გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო". აღნიშნულზე  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

 ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას- როცა სადმე თქვენი საჭიროება ამოიწურება, რას გააკეთებთ? პრემიერი პასუხობს.

  "მე მაქვს ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი. მე მოვედი ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი წვლილი რომ შემეტანა ქვეყნის უფსკრულიდან ამოყვანაში. ვცდილობ, გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო და ქვეყანას ვემსახურო. მაქვს იმის შეგნება და ყველანაირი რესურსი, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს დასჭირდება. კარგად ვაცნობიერებ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას, ხოლო სად ვიქნები და რა პოზიციაზე, ეს მეასეხარისხოვანია", - აცხადებს კახა კალაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: