ჰამლეტ გეგია:საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტთა საქმიანობის დასაცავად კანონი უნდა გაამკაცროს!

ჰამლეტ გეგია:საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტთა საქმიანობის დასაცავად კანონი უნდა გაამკაცროს!

   აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტებს დაუბრუნოს ჟურნალისტის პროფესია და ღირსება, გაამკაცროს კანონი ჟურნალისტთა საქმიანობის დასაცავად, ასევე ჟურნალისტების სავალდებულო დაზღვევა პროფესიული ნიშნით.- აღნიშნულ განცხადება საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ  ჰამლეტ გეგია ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა:

  "დროა, შევთანხმდეთ პარტიული და არაპარტიული თავისუფალი ჟურნალისტები, რომ თუ არ იქნება ჩვენს შორის სოლიდარობა, დავიცვათ ჟურნალისტთა უსაფრთხოება, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ გავხდებით კატალიზატორი საზოგადოების უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფიზიკური დაპირისპირების და სამოქალაქო არეულობის, რათა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებმა ჩამოაშორონ დემოკრატიული აღმშენებლობის გზას და სერიოზული საფრთხე შეუქმნან სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

  მსგავსი ფაქტი რომ აღარასოდეს განმეორდეს და აღარ მოხდეს ჟურნალისტებზე ძალადობა, "ტელეშოუების" წამყვანი თემა, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტებს დაუბრუნოს ჟურნალისტის პროფესია და ღირსება, გაამკაცროს კანონი ჟურნალისტთა საქმიანობის დასაცავად, ასევე ჟურნალისტების სავალდებულო დაზღვევა პროფესიული ნიშნით.

  რაც შეეხება ზაზა დავითაიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარისწორებას, იგი საზოგადოების და ჟურნალისტების მხრიდან მკაცრად უნდა შეფასდეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ხიფათის შემცველი პროფესიის მქონე ჟურნალისტების დაცვას, რაც შეეხება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. თუ ვინმეს ზაზა დავითაიას გამონათქვამები, შეხედულებები, პუბლიკაციები არ მოსწონს და თავს დამცირებულად ან შეურაცხყოფილად გრძნობს, არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და მხოლოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: