დავით ზალკანიანი: რუსეთი აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების დადებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს!

დავით ზალკანიანი: რუსეთი აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების დადებით  საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს!

  რუსეთი აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების დადებით  საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. აღნიშნული განცხადება დავით ზალკანიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით  გააკეთა

 
  "რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ხელს აწერს ე.წ. შეთანხმებას, რომელიც არის ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპების დარღვევა.

  ძალიან რთული იქნება შემდგომ უკვე ჟენევაში საუბარი ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, იმიტომ, რომ იქ აშკარად ანექსიის ელემენტებია, ე.წ. კოლექტიურ თავდაცვაზეა საუბარი, ამიტომ ახალი გარემოებები და რეალობები წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, ეს სწორედ აფერხებს და ჟენევაში ფუნდამენტური საკითხების შემდგომ განხილვას სერიოზულ პრობლემას უქმნის",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: