ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პოზიციები სტაბილურობიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პოზიციები სტაბილურობიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა!

 აქართველოს პოზიციები სტაბილურობიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ისაუბრა, სადაც 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

  "ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის 6 პროცენტი. მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის პირველ ადგილზე. ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე.

  რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით,  საქართველოს პოზიციები სტაბილურობიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 19 საფეხურით დავწინაურდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახდა უფრო ძლიერი და ეფექტური და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ სანდოობა არის გაზრდილი.

   განსაკუთრებით დიდი წინსვლა გვაქვს ექსპორტის კუთხით. ამ ორი წლის მანძილზე საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით. მათ შორის, 2012 წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი ევროკავშირთან 70 პროცენტით გაიზარდა. ხოლო რუსეთთან - 534 პროცენტით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: