რა ინიციატივით გამოდის ნათია ფანჯიკიძე?

რა ინიციატივით გამოდის ნათია ფანჯიკიძე?

 თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ინიციატივით გამოდის. ფანჯიკიძე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მეუღლეებს Facebook-ის საკუთარი გერდიდან მიმართავს.

  "არიქა!!! (ანუ სოს!)
  ირაკლის აზერბაიჯანელი მეგობრები საუბარს ხშირად იწყებენ "ჩვენ ნავთობი გვაქვს" და ამაყად გადმოგვხედავენ ხოლმე, ჩვენ უქონელებს. სამაგიეროდ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სპექტაკლი პირველად რუსთაველის თეატრში ნახეს, და რომ მშობლებმა სპეციალურად ამისთვის ჩამოიყვანეს თბილისში. ჩვენს კულტურულ უპირატესობას სსრკ-ში ყველა აღიარებდა და ინერციით მათი ეს მახსოვრობა ჯერ კიდევ გვშველის, მაგრამ დიდხანს ვეღარ დაგვეხმარება ძველი დიდების ნაშთი.
 
  ხომ ყველას გვინდა უკეთესი განათლების სისტემა, ყველას გაგვიხარდება რეგიონში რაიმე ნიშნით გამორჩეული ინსტიტუტის ქონა, ხომ განვიცდით, რომ ჩვენივე წარმატებული ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა თვალით არ გვაქვს ნანახი? ხომ ძალიან მაგარი იქნება და ამ მთავრობასაც ხომ გატანილ ოქროს გოლად ჩაეთვლება, ინტერნაციონალური, უმაღლესი სტანდარტის ხელოვნების სკოლა რომ დაარსდეს საქართველოში?

  ძალიან მინდა, ეს წერილი პირადად მივწერო მაკა ჩიჩუას, რომელიც თვითონაც მხატვარია, ნუნუკა თამაზაშვილს, რომ იქნებ პატრონაჟი გაუწიონ ამ თემას და ამხელა საქმეს დაერქვას მათი სახელი, მართლა საშვილიშვილო საჩუქარი რომ იქნება ქვეყნისთვის.

  ჯერჯერობით პირად წერილზე თავი შევიკავე, რადგან გია ეძგვერაძის განწყობაა - "არაფერი აღარ მინდა". გულნატკენია და ამ მომენტში თვლის, რომ ის აქ არავის არ სჭირდება. ვისაც მისი ლექციები მოუსმენია, იცის, რამხელა ჰორიზონტის გახსნა შეუძლია სტუდენტებისთვის, ასევე, რამდენი მისი ნასტუდენტარია ხელოვნების დიდ ასპარეზზე გასული და წარმატებული. სურვილის შემთხვევაში, გიას შეეძლო, მობილიზება გაეკეთებინა არა მხოლოდ იდეების, ადამიანური რესურსისაც - ქართველ და არაქართველ მის წარმატებულ კოლეგებზე დაყრდნობით რაღაც მხეცობა შეიძლება შეიქმნას და მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის სტუდენტებს მოუწევდეთ აქეთ გული. ევროპელს ფასიც მომხიბლავად მოეჩვენებოდა, აქ უფრო დაბალანსებული იქნებოდა, სწავლება კი უმაღლესი ხარისხის.


  გიას მეც რაღაც ვაწყენინე გუშინ და ამას ვდარდობ, მაგრამ ამას თვითონ მივხედავ.

  თქვენ იქნებ მომეხმაროთ, რომ ავანთოთ ამ საქმისთვის და გია თუ ავანთეთ, მერე მე ნუნუკასაც და მაკასაც დაწვრილებით მივწერ და ვთხოვ ამ საქმეში ენერგიის ჩადებას. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი დიდი სურვილიცაა.

  ლაიქი არ დაინანოთ, თუ მეთანხებით, ფრენდნო და ჯამაათნო, რომ გვჭირდება გია და გვინდა უძალიანმაგრესი სკოლა, არა შეკეთებული ძველი, არამედ უახლესი და უგადარეულესი.

  ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ხელოვნებით დაიპყრონ მსოფლიო და რაც შეიძლება მეტი კარი გაიღოს მათ წინ და ერთი უმაღლესი სასწავლებელი მაინც შევქმნათ, საერთაშორისო "ჭრა" რომ ექნება დიპლომს", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: