პაატა ზაქარეიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარსდგება

პაატა ზაქარეიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარსდგება

  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მისი მოხსენება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვას შეეხება.

  "როგორც კი გაიჟღერა ჩემმა გვარმა, ჩემმა სტატუსმა, რომ მე მიწვეული ვარ, მე მოგეხსენებათ არ გახლავართ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მე მაშინვე გამოვაცხადე თანხმობა, მზაობა და დავიწყე მზადება.

  მე საბოლოო დღის წესრიგი არ მინახავს, როგორ შეიცვალა ადგილი, არ გამოვრიცხავ, რომ შეიცვალა დღის წესრიგიც. რაც მე მეხება, რითიც ალბათ მე წარვსგდები მოხსენებით, ეს არის ახალი რეალობიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის დაცვა აფხაზეთის ტერიტორიაზე." - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: