შალვა შავგულიძე:პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ რეგულაციის მიღების ვადა აპრილამდე გადაიწევს!

შალვა შავგულიძე:პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ რეგულაციის მიღების ვადა  აპრილამდე გადაიწევს!

  საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და მისმა მოადგილე შალვა შავგულიძემ  ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


 პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ ორი რეგულაციის მიღების ვადა აპრილამდე გადაიწევს, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ, შავგულიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 

  "მოგეხსენებათ, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპრექტს იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ ორი რეგულაციის მიღების ვადა გადაიწევს აპრილამდე, ვინაიდან შესაბამისი სამუშაოები 1-ელ ნოემბრამდე ვერ მოესწრო. სწორედ ამიტომ პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ ეს ვადა გაგრძელებულიყო. რადგან ეს ინიციატივა პირადად ჩემია, ვალდებულად ჩავთვალე თავი პრეზიდეტისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, ვიცოდი რა, პრეზიდენტის დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვახსენე, თუ რატომ მოვახდინე ამ კანონპროექტის ინიცირება, რაში მდგომარეობს არსი და რამ განაპირობა ობიექტური საჭიროება კანონპროექტის წარდგენის ვადის გადადების", - განაცხადა შავგულიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: