ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმების საკითხზე ერთსულოვანია!

ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმების საკითხზე ერთსულოვანია!

   პარლამენტი არის ერთსულოვანი და გაერთიანებული იმ ურთულესი საკითხის გადაჭრის ირგვლივ, რომელიც ეხება აფხაზეთთან ე. წ. შეთანხმების გაფორმებას,  განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

  "საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი არის ერთსულოვანი და გაერთიანებული იმ ურთულესი საკითხის გადაჭრის ირგვლივ, რომელიც ეხება აფხაზეთთან ე. წ. შეთანხმების გაფორმებას და რომელიც რეალურად რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ მაია ფანჯიკიძისა და პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციები, ასევე, ძალიან აქტიური მსჯელობა გაიმართა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან მიმართებაში ჩვენს შეთავაზებებს, არჩევანი არის გაუჩინარებასა და ერთიანი, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში, ევროპაში ინტეგრაციას შორის, მე მგონი, ამას ჩვენი ძმები ძალიან კარგად ხედავენ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: