Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
29-10-2014, 10:57
ნანახია: 831

ირაკლი ღარიბაშვილი: 2014 წელს ექსპორტი 15%-ით  გაიზარდა!

  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12,4%-ით, ხოლო იმპორტს - 7,5%-ით გაზრდის.

განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

  პრემიერის თქმით, 2013 წელს ექსპორტი 22,4% გაიზარდა, ზრდა გაგრძელდა 2014 წელსაც, როცა პირველი 6 თვის განმავლობაში ექსპორტი 15% გაიზარდა. 


  "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ასევე ნატო-სთან ჩვენი კავშირების გაღრმავება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას.

  ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.

  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.

 გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

  წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12,4%-ით, ხოლო იმპორტს - 7,5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.