Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
29-10-2014, 11:37
ნანახია: 525

როგორ შეარიგა აფხაზეთის საკითხმა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი

  უშიშროების საბჭომ რუსეთთან დიალოგი არ გაწყვიტა

   "რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რადიკალური განცხადებების მიუხედავად, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის წინ კეთდებოდა, საბოლოო ჯამში თბილისმა მაინც ზომიერება ამჯობინა და დიპლომატების დონეზე რუსეთთან დიალოგი არ გაწყვიტა. ფართოდ ანონსირებული საბჭოს სხდომის ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის იყო, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი    ერთმანეთს შეურიგდნენ", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).
სხდომააზე განსახილველი ძირითადი საკითხი იყო საქართველოს პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. განხილვის სედეგები 28 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი. დადგინდა, რომ გაგრძელდება რუსეთისა და საქართველოს სპეცწარემომადგენლების გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრები, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მიეცა "გააძლიეროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით აფხაზეთის მიმართ რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის მხილების საკითხში".
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, "ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს გამოწვევებს რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებასტან დაკავშირებით". თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "დავეთანხმები პრეზიდენტს - კარგი ანალიზი გამოგვივიდაო". 
  სხვათა შორის, დღემდე მთავრობის თავმჯდომარეს არცერთხელ არ მიუღია მონაწილეობა უშიშროების საბჭოს სხდომაში, თუმცა მისი სრულუფლებიანი წევრია. ახლაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა, რომ პრეზიდენტი მას რეზიდენციის წინ შეხვედროდა, ხოლო თვით სხდომა მრგვალ მაგიდასთან გაიმართა, რათა მისი ყველა მონაწილე თანაბარი ყოფილიყო.
  "პრეზიდენტი და პრემიერი მუდმივად დაობენ კომპეტენციის შესახებ", - აუხსნა "კომერსანტს" სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-ის ანალიტიკოსმა ნიკა იმნაიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში კონსტიტუციით რეალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს, პრეზიდენტი კი სიმბოლურ ფიგურად ითვლება. ამის მიუხედავად, კანონმდებლობაში ჯერ კიდევ სემორჩენილია ძველი ნორმები, რომელთა თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტი ხელში არსებული საკმაოდ ძლიერი ბერკეტია.
  მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება",  პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შესაზღუდავად, კანონმდებლობის შეცვლას ცდილობს. მთავრობის სტრუქტურაში უკვე შექმნილია პარალელური ორგანო - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მაინც დათანხმდა პრეზიდენტის მიერ კონტროლირებული ორგანოს სხდომაში მონაწილეობაზე. "ამით მას რუსული ექსპანსიის საფრთხის წინაშე ხელისუფლების ერთიანობის დემონტრირების გამოხატვა სურდა", - განაცხადა კოველკვირეულ გაზეთ "პრემიერის" მიმომხილველმა ზურაბ ღოღობერიძემ.
  სხდომის შედეგებით ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა: "ეს, უბრალოდ, სირცხვილი და თავის მოჭრაა... პრეზიდენტი და პრემიერი ბავშვებივით იქცევიან!", - აღშფოთებულია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახით "აფხაზეთს ახალს ვერაფერს ვერ სთავაზობს და აფხაზური პრობლემის შესახებ 20-წლის წინანდელი ტერმინოლოგიით საუბრობს". ამ განცხადების გაკეთების დროს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მხედველობაში ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება აფხაზებისადმი "საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის თაობაზე", რომელიც პრემიერმა სხდომის წინ გააჟღერა.

 

"კომერსანტი" (რუსეთი), 29 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2600149