ირაკლი ღარიბაშვილი: ჩართვის მექანიზმები სასამართლოს ხელში არ უნდა იყოს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩართვის მექანიზმები სასამართლოს ხელში არ უნდა იყოს!

  ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ვერსია რისკის შემცველია. სახელმწიფო ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. 


  "საუბარია, რომ ე.წ გასაღები იყოს ერთი მხრივ მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ მისი ფლობა. მეორე მხრივ, მე პირადად ვეწინააღმდეგები, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს. ამასთან, სამართალდამცავებს გართულებული აქვთ ურთიერთობა სასამართლოსთან, ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ წინააღმდეგობები სასამართლოდან, რადგან მკაცრად დასაბუთებულ შემთხვევებშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას, აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სისტემა იქნება პარალიზებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: