ვინ ცდილობს საფოსტო სფეროს გაკონტროლებას?

ვინ ცდილობს საფოსტო სფეროს გაკონტროლებას?

  საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ნაციონალების" სახელით ახალი კორუფციული სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

  ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების კომპანიებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ერთი დღით შეაჩერეს მუშაობა.  მათ  საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც საფოსტო სფეროში სახელმწიფოს რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.

   "ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი ცდილობს თავისი კონტროლის  ქვეშ აქციოს საერთაშორისო  გადაზიდვების სფერო. 2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ. შპს "საქართველოს ფოსტას" გადაეცა საქართველოში სახმელეთო და საზღვაო გზით შემომავალი ამანათის ქვეყანაში შემოტანის და ქვეყნის შიგნით მისი გადაადგილების უზრუნველყოფილი მონოპოლია.

   გადამზიდველების პროტესტის და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დადგენილების გასაჩივრების შემდეგ, მთავრობამ თავისი დადგენილება დროებით შეაჩერა და დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე. დღეს, ეს კანონპროექტი შემოსულია პარლამენტში და მალე მიიღებს დასრულებულ სახეს და სწორედ კანონით დააკანონებენ ამ მონოპოლიას," - ამბობს ნადირაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: