დავით ბერძენიშვილი: ახლა რაც ხდება დიდი სირცხვილია!

დავით ბერძენიშვილი: ახლა რაც ხდება დიდი სირცხვილია!

"რეპრესირებულების შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, რეპრესირებულმა, დახმარების მისაღებად სასამართლოს უნდა მიმართოს და სწორედ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ეკუთვნის თუ არა მას დახმარება და რა ოდენობის იქნება ის.

  "ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა, ფინანსთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ, ვერ მოახერხა, გამოეძებნა თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში და ამიტომ, ეს კანონპროექტი არის შემოტანილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ევროსასამართლოს მიერ, კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ვითომ შესასრულებლად, იმიტაციური ნაბიჯები არის გადადგმული. ცუდად მოიქცა ძველი ხელისუფლება, ცუდად იქცევა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებაც", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

  ბერძენიშვილი სიტყვით გამოსვლისას მერიაშ მიმდინარე სიტუაციას შეეხო.

  "როდესაც თბილისის ახლად არჩეული მერი, ჩვენი კოალიციის წარმომადგენელი, ჩემი ხელისუფლების წარმომადგენელი თავად პერსონალურად არ იღებს ხელფასზე დამატებას, მაგრამ 26 მაღალჩინოსანს, ვიცემერებიდან დაწყებულს, დეპარტამენტების უფროსებს, უნიშნავს გაორმაგებულ შემოსავალს დროებით; ახლა რაც ხდება, არის დიდი სირცხვილი და არ მინდა თანაზიარი ვიყო ამ სირცხვილში ფინანსთა სამინისტროსი", - აღნიშნა დეპუტატმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: