ხათუნა ლაგაზიძე: ალასანიას უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეული "ყვითელია"!

ხათუნა ლაგაზიძე: ალასანიას უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეული "ყვითელია"!

  პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე  თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის  რიჩარდ ნორლანდის განცხადებას ეხმაურება.

 

  მისი თქმით, ალასანიას ასეთი უპირობო მხარდაჭერა, მაშინ, როცა გამოძიება ჯერ ფაქტობრივად არც დაწყებულა, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეული "ყვითელია".

"ალასანიას ასეთი უპირობო მხარდაჭერა, მაშინ, როცა გამოძიება ჯერ ფაქტობრივად არც დაწყებულა, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეული "ყვითელია" და ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ძალიან აშფოთებს სახელისუფლო კოალიციის მომავალი პროდასავლური იერსახე. თან მანცვიფრებს ამ ხელისუფლების მიერ დროის ფილიგრანული შეგრძნება: აკეთონ ის და იმ დროს, როცა მათ ეს ყველაზე მეტად დააზარალებს",-წერს ლაგაზიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: