ზურაბ აბაშიძე: რუსეთი ამ ქმედებით ანექსიის დაკანონებას ცდილობს!

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი ამ ქმედებით ანექსიის დაკანონებას ცდილობს!

  " ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან აფორმებს, ანექსიის დაკანონების მცდელობაა," -ამის შესახებ განცხადებას პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში  ზურაბ აბაშიძე აკეთებს.

  "თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდება, ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, უხეშად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს და ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს,"- განაცხადა აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: