დავით უსუფაშვილი: ირაკლი ალასანია თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია!

დავით უსუფაშვილი: ირაკლი ალასანია თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია!

  თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმე ქვეყნის უსაფრთხოების თემაა და მას სათანადო მოპყრობა სჭირდება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მოამბის" ეთერში გააკეთა.

  "ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი დასვას კითხვები, მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი, როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა .

  პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით,თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით  საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა.


  "ჩემი აზრით, არ არის სწორი საქციელი, რომ ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს მე ვერ ვეტყვი, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ის როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა, მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: