Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
2-11-2014, 15:27
ნანახია: 529

საქართცველოს პრეზიდენტი გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

  საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

 

  როგორც ცნობილია, ვენაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების" გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა.   გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას თემაზე: "ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად".

  ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.

   საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.