აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 70 მილიონის რისკია დაზღვეული

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში  70 მილიონის რისკია დაზღვეული

  "აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე 70 მილიონის რისკია დაზღვეული და 12000 პოლისზე მეტია გაცემული", - განცხადებას ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკეთებს.

  სამინისტროს ეს ინიციატივა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო, ფერმერებისთვის საინტერესო და ხელსაყრელი აღმოჩნდა. მათ მოსავლის დასაზღვევად სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლეს.

 

  "პროგრამის მიზნები ფაქტიურად მიღწეულია და საშემოდგომო კულტურების დაზღვევა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება საგაზაფხულო კულტურებს, მათი დაზღვევა მომდევნო წლიდან მოხდება. პროგრამის ირგვლივ ინტერესი არ იკლებს და მომდევნო წელსაც გაგრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: