ილიაII: ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს საქართველო!

ილიაII: ღმერთმა დაამშვიდოს და  გაამთლიანოს საქართველო!

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა.

 

   როგორც უწმინდესმა ქადაგებისას განაცხადა, მამა გაბრიელი განსაკუთრებით ერისთვის, ხალხისთვის ლოცულობდა.

  "საქართველო მდიდარია გამოჩენილი ადამიანებით. გამოჩენილი ადამიანები ყველა საუკუნეში გვხვდებოდნენ - ღვთით, ღვთის წყალობით დაჯილდოებულნი. დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელისა. თქვენ თითქმის ყველანი იცნობდით მამა გაბრიელს, იცნობდით მის ლოცვას, მოღვაწეობას. ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი - ხანდახან იყო მლოცველი. განსაკუთრებით ლოცულობდა ერისთვის, ხალხისთვის. ხანდახან იყო სალოსი, მაგრამ ღვთის წინაშე ღვთით დაჯილდოებული იყო სასწაულებით. ახდენდა სასწაულებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს საქართველო, ჩვენი ეკლესია, გაამთლიანოს საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა მტერს", - ბრძანა პატრიარქმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: