გიორგი ფოფხაძე: ჩემი ქვეყნის ადგილს ევროპაში ვხედავ!

გიორგი ფოფხაძე: ჩემი ქვეყნის ადგილს  ევროპაში ვხედავ!

  ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ბრიუსელში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლად დაინიშნა.
 
  "ორშაბათიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბრიუსელიდან შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის საზმაუს ხელმძღვანელობას, დირექტორს გიორგი ბარათაშვილს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩათვალა რომ, მე შემიძლია სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივად, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ვიმუშაო ბრიუსელიდან... დიდი მადლობა ყველას.

  შევეცდები პირველ რიგში მაყურებლის იმედები გავამართლო.. ჩემი ქვეყნის ადგილს მე პირადად ევროპაში ვხედავ, ამიტომ ბრიუსელში ევროსტრუქტურებში, სადაც მე 14 წელი ვიმუშვე ევროპული ტელე-რადიო საშუალებებისთვის ძლიან დიდი ვალდებულებაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშობა...

  შევეცდები მუდამ ვიყო მიუკერძოებელი ოდენ აქამდე ყოფილა... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამარწმუნა მიმეღო ეს გადაწყვეტილება ..ვინც დიდი ნდობა გამომიცხადა", - წერს ფოფხაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: