თამარ ჩხეიძე: ,,მარგველაშვილი დღითიდღე უარყოფს აზრს მისი პლასტელინობის შესახებ"

თამარ ჩხეიძე: ,,მარგველაშვილი დღითიდღე უარყოფს აზრს მისი პლასტელინობის შესახებ"

  ,,ივერიონს" ესაუბრება ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე


-ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებაში ამით მან პარლამენტსა და მთავრობას საკუთარი უფლებამოსილება ზედმეტად ხომ არ აგრძნობინა?


-პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას მე დადებითად ვაფასებ. ეს მის მიერ გადადგმული  პრინციპული ნაბიჯი იყო. მიუხედავად ამისა, იმედი არ მაქვს, რომ ,,უკანონო მოსმენები" არ გაგრძელდება და ეს ვეტოს საქმეს უშველის, მაგრამ ის კარგი ფაქტია, რომ პრეზიდენტის მოქმედებაში საკუთარი ძალის წარმოჩენის  მოტივაციაც იდო. 

-თქვენი აზრით, ხომ არ მწიფდება კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლისა და პრემიერ ღარიბაშვილის შესუსტების პროცესი?

-არ არის გამორიცხული, რომ ასეც ოყოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალასანიას დაესხნენ თავს. სხვათა შორის, არც პრემიერ-მინისტრის ძალების შესუსტებაა გამორიცხული.
რაც შეეხება პრეზიდენტისა და პრემიერს შორის დაპირისპირებას, ეს იურიდიულად უუფლებო ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელოვნურად მოწყობილი დაპირისპირება იყო, რომელიც ,,აიტაცა" უმრავლესობამ.
 
-ვეტოს უფლების გამოყენების დემონსტრირებით, გაიზარდა პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარშეთანხმებული თამაშია?


-პრეზიდენტის რეიტინგი მართლაც გაზრდილია, რადგან იგი დღითიდღე ამტკიცებს, რომ საკუთარი აზრი გააჩნია და უარყოფს აზრს მისი პლასტელინობის შესახებ, რომლის ჩამოყალიბებასაც თავად შეუწო ხელი.
ალასანია-მარგველაშვილის ფაქტორი სერიოზულია, მითუმეტეს, თუ სერიოზული დასაყრდენი გაუჩნდება.

-დიდი ურზაურია ატეხილი თავდაცვის სამინისტროს გარშემო. რაზე მიუთითებს ის ფაქტი,  რომ იქ ე.წ. მაკომპრომატირებელ მასალას ხელისუფლება მინისტრ ირაკლი ალასანიას საქართველოში არყოფნის დროს პოულობს?

-ერთს ვიტყვი, ალასანიაზე თავდასხმით ჩვენი ხელისუფლება, აბსოლუტურად შეგნებულად,  თავს ესხმის საქართველოს საგარეო კურსს!

                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: