ზვიად ძიძიგური: კოალიცია მყარი, ეფექტური და კარგად კოორდინირებულია!

ზვიად ძიძიგური: კოალიცია მყარი, ეფექტური და კარგად კოორდინირებულია!

  "კოალიცია არის მყარი, ეფექტური და კარგად კოორდინირებულია", - აცხადებს საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.

  ძიძიგურის განცხადებით, კოალიციის დაშლაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ის პარტიები და ის ძალები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა ეჩქარებათ.

  "მე მათ ვერაფრით დავამშვიდებ. კოალიციაში კონსერვატიული პარტია ხედავს თავის ადგილს და ფუნქციას. ვფიქრობ, კოალიცია წარმატებულად შეასრულებს იმ პირობას, რომელიც ორი წლის წინ დადო საქართველოს მოსახლეობის წინაშე და 2016 წელს წარსდგება პირნათელი. 2016 წელს კი ქართველი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს მხარი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: