ალექსანდრე ქანთარია:-"პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება საკუთარი ძალაუფლების დემოსტრირება იყო"

ალექსანდრე ქანთარია:-"პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება საკუთარი ძალაუფლების დემოსტრირება იყო"

  ეს ტექსტი-როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონს რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო. ამ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება საკუთარი ძალაუფლების დემოსტრირება იყო.


  -"ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი წინდახედული იყო. მან, უბრალოდ, პრეზიდენტის უფლების დემონსტრირება მოახდინა! შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ თანამოაზრეები ასე არ იქცევიან! შეიძლებოდა, წინასწარ ჩაეყენებინა საქმის კურსში პარლამენტი, რომ ეს ვადები არ მიაჩნდა მისაღებად და რეკომენდაციის სახით თავისი შეხედულება მიეწოდებინა, არის დრამის ელემენტები ამ საკითხში, თუმცა, ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ იმ პროცესებში, რაც ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს. ჩვენ ავყევით ამ პროცესს, არ გვინდა, გავამწვაოთ სიტუაცია, ეს არ არ არგებს ქვეყანას, თუმცა, 3 თვე ჰაერივით იყო საჭირო, რომ ეს კანონი სრულყოფილად ჩამოყალიბებულიყო".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: