ჯამბულ გამცემლიძე:-"15 ნოემბერს მე პარლამენტის წინ დავდგები და როგორმე ვიპოვი ჩემისთანა გამწარებულ მშობელს!"

ჯამბულ გამცემლიძე:-"15 ნოემბერს მე პარლამენტის წინ დავდგები და როგორმე ვიპოვი ჩემისთანა გამწარებულ მშობელს!"

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე ეხმიანება და წერს:
"15 ნოემბერს მე პარლამენტის წინ დავდგები და როგორმე ვიპოვი ჩემისთანა გაწარებულ მშობელს, ვნახავ ერთი, როგორ იმიტინგებს ნაცხროვა. მე მაგათ ვაჩვენებ, მიტინგი რა არის, რას აპროტესტებენ ... იმას, რომ ადამიანების დახრეტა შეწყდა ქუჩაში?.. თქვენი ადგილი ციხეშია და იქ წასვლას კი ნამდვილად ვერ დაგიშლით...
ჯერ ერთადერთ კითხვაზე გამეცით პასუხი - რატომ მომიკალით შვილი?! მერე, ვინც გინდათ, ის დამიჯექით პირდაპირ ეთერში. მე თქვენ დაგანახებთ თქვენს სისხლიან სახეს, იმასაც გაგაგებინებთ, გაქვთ თუ არა უფლება, რაიმე აპროტესტოთ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: