ელიზბარ ჯაველიძე: "ნაცების" პარპაში ნოემბერშივე უნდა დამთავრდეს!

ელიზბარ ჯაველიძე: "ნაცების" პარპაში ნოემბერშივე უნდა დამთავრდეს!

  "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ქვეყანაში არეულობის მოწყობა", - განაცხადა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
ჯაველიძე სენსაციურ განცხადებას აკეთებს და ამბობნს,. რომ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 15 ნოემბერს აქციაზე საკუთარ მომხრეებს ესვრიან.

  "რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ ბოკერიასა და ბაქრაძეს, თარგამაძესა და "ნურსა" ნადირაშვილს აფხაზეთის ბედი აღელვებთ. პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილის დავალებით, 15 ნოემბერს აქციაზე თავის მომხრეებს ესვრიან! მოაწყობენ პროვოკაციას, დაღვრიან სისხლს და შემდეგ მთელ მსოფლიოს ააწიოკებენ, ნახეთ, რას გვიშვრება ეს მთავრობაო?!" - განაცხადა ჯაველიძემ.

  მისი თქმით, საქართველოში არსებული ყველა პატრიოტული ძალა ერთად უნდა დადგეს, რათა თავიდან იქნას აცილებული არეულობა ქვეყანაში და "ნაცების" პარპაში".

 

 

 

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=43726

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: