ალექსანდრე ელისაშვილი: საინტერესოა ვინ მისცა ხმა ჩემს მაგივრად?

ალექსანდრე ელისაშვილი: საინტერესოა ვინ მისცა ხმა ჩემს მაგივრად?

  როგორც თბილის დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე ელისაშვილი  ცხადებს, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გადარქმევისთვის ხმა არ მიუცია. აღნიშნულ კომენტარს ელისაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.

 

როგორც ცნობილია, გავრცელებულ დოკუმენტში მომხრეებს შორის ალექსანდრე ელისაშვილიცაა.

"მოკლედ რა - კიდევ ერთი ტყუილი. 27 ოქტომბერს ვესწრებოდი მხოლოდ ნახევარ სხდომას. პირველ ორ საკითხზე ვმონაწილეობდი მხოლოდ კენჭისყრაში, ქუჩის სახელმწოდებების შეცვლის დროს არ ვიყავი არც დარბაზში, არც საკრებულოში. საბურთალოზე ვიყავი უკვე გასული. საინტერესოა ვინ მისცა ხმა ჩემს მაგივრად?", - წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, საკრებულომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის ბერი გაბრიელის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება, 27 ოქტომბერს მიიღო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: