გია ვოლსკი: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პოლიტიკური გუნდის წევრები არიან!

გია ვოლსკი: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პოლიტიკური გუნდის წევრები არიან!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს ეხმაურება.

 

  მისი თქმით,თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პოლიტიკური გუნდის წევრები არიან.

  "ეს არ არის მხოლოდ სამხედრო უწყების ხელმძღვანელების საკითხი.  ის მაღალჩინოსნები ისევე ეკუთვნის მთავრობას, სრულ შემადგენლობას, პოლიტიკურ გუნდს. ჩემი თანაგუნდელები არიან ისევე, როგორც, ვთქვათ თავდაცვის მინისტრის ან თუნდაც თეა წულუკიანის.

  ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მე მგონი, პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, მაგრამ რაღაც საკითხებს პასუხები უნდა გასცეს",-აცხადებს ვოლსკი.

  ცნობისთვის, ნდობის ჯგუფი იხილავს შესყიდვების საკითხს  სხვადასხვა უწყებაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს შესყიდვები 2 მილიონ ლარს სცდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: