ნიკოლოზ მჟავანაძე: ტენდერებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას 2014 წლის აპრილში მივმართეთ!

ნიკოლოზ მჟავანაძე: ტენდერებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას  2014 წლის აპრილში მივმართეთ!

   "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე "არქიტექტორული ბიუროს" მიერ თავდაცვის სამინისტროში მოგებული ტენდერების კანონიერების საკითხის შესწავლას ითხოვს.

   მისი თქმით შპს. "არქიტექტორულმა ბიურომ" თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური რემონტის და თავდაცვის სამინისტროსათვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა.

  "ჩვენ, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში მივმართეთ მთავარ პროკურატურას, შპს. "არქიტექტორული ბიუროს" მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე ტენდერებთან დაკავშირებით, ამ კომპანიამ მოიპოვა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსზე რეკონსტრუქციების ჩატარების და კაპიტალური რემონტის უფლება." - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: