ირაკლი ალასანია: გამიღრმავდა ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო!

ირაკლი ალასანია: გამიღრმავდა ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო!

  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა .

  მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების განთავისუფლება წინასწარ დაგეგმილი იყო, რათა ამ ქმედებით თავდაცვის სამინისტროს იმიჯი სერიოზულად შეელახათ. განცხადება ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.


  "პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დავინახე პროკურორი და დღეს კიდევ უფრო გამიღრმავდა ის ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო სწორედ იმიტომ, რომ შეელახათ თავდაცვის სამინისტროს იმიჯი.

  მომენტი შერჩეული იყო, როდესაც მე ვიყავი საფრანგეთში, ვხვდებოდი მინისტრს და ვთანხმდებოდით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, იგივე ხდებოდა გერმანიის მინისტრთან.  ეს მომენტი სპეციალურად შეირჩა, რომ ლეგიტიმაცია და ის ძალა, რომელიც აქვს თავდაცვის სამინისტროს, შელახულიყო. ვერ ვხედავ ახსნას, თუ რამ განაპირობა სწორედ მაშინ ამ ხალხის დაკავება,"- განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: