ირაკლი ალასანია: დარწმუნებული ვარ მინდია ჯანელიძე დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს!

ირაკლი ალასანია: დარწმუნებული ვარ მინდია ჯანელიძე დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს!

   საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მის შესაძლო შემცვლელზე კომენტარს აკეთებს. მინდია ჯანელიძეზე ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

  მისი თქმით, ჯანელიძე ჩვენი ქვეყნის პატრიოტია და ის გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროშია დაწყებული.

  "მე არ ვიცი მინდია ჯანელიძე იქნება თუ არა მომავალი მინისტრი, მაგრამ მე ვიცნობ მას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ის გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც არის დაწყებული. მე მას რა თქმა უნდა შევხვდები და გადავაბარებ ყველაფერს რაც წამოწყებულია", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: