გოგა ონიანი:-"ის რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა და პროკურატურა იარაღად არის გადაქცეული პრემიერ მინისტრის ხელში, ეს არახალია"

გოგა ონიანი:-"ის რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა და პროკურატურა იარაღად არის გადაქცეული პრემიერ მინისტრის ხელში, ეს არახალია"

   პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და განაცხადა:-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია". 

   აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას? რა ხდება და რას ფიქრობენ პოლიტიკოსები? ივერიონი ადვოკატ გოგა ონიანს დაუკავშირდა.

 

   -მნიშვნელოვანია ის ხაზი, რაც თან ახლავს ამ მოვლენებს, თვითონ თავდაცვის მინისტრი შეფარვით, მაგრამ მაინც ადასტურებს, რომ იგი მისმა დასავლურმა კურსმა შეიწირა და ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა რუსეთმა თავისი სპეცსამსახურებით. ის რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა და პროკურატურა იარაღად არის გადაქცეული, პრემიერ მინისტრის ხელში ეს არახალია და ეს იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეხლა მთავარია საზოგადოება შეიკრას ერთ მუშტად და ქვეყანას მიეცეს საშუალება გააგრძელოს ევროინტეგრაცია, უნდა გადავდოთ ყველა წყენა და წარსული შეცდომებით გამოწვეული გულისტკივილი, ერთიანი ძალებით შევძლოთ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა. ამ ბრძოლაში იარაკლი ალასანიას შეუძლია წვლილის შეტანა, თუ მას ამის სურვილი ექნება და არ შეშინდება.

-"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია"-განაცხადაპეტრიაშვილმა.  

-ჩვენ აღნიშნულის შესახებ ვსაუბრობთ უკვე ორი წელია, ეს არის დიქტატურის ყველაზე რთული ფორმა, როცა ქვეყანა იმართება კულუარებიდან, თოჯინების საშუალებით. რეალურ მმართველს საზოგადოების წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს.

-აირევა თუ არა სიტუაცია და რამდენად იგრძნობს ალასანია საზოგადოების თუ სხვა პოლიტიკოსების თუ მინისტრების მხარდაჭერას?

-სიტუაცია ქვეყანაში და ხელისუფლებაში დღეისთვის იმდენად არის არეული, მეტად როგორ უნდა აირიოს რთული წარმოსადგენია, თუ გულისხმობთ პროცესების ქუჩაში გადასვლას, როცა ქვეყანაში დგება სახელისუფლებო კრიზისი, პროცესები თავისთავად გადადის ქუჩაში, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

-დაუჭერენ მხარს ალასანიას სხვა მინისტრები? გამოუცხადებენ თუ არა სოლიდარობას?

-უმრავლესობა მინისტრების გააგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებას.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: