სოზარ სუბარი: რეალური დემოკრატია ეს არის!

სოზარ სუბარი: რეალური დემოკრატია ეს არის!

   ეს არის სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრება. განცახდება ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმდინარე სიტუაციის კომენტირებისას გააკეთა.

  "ეს არის სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრება, მჩქეფარე. ეს არის კარგი. ამ დროს ხდება გადაყენებაც, გადადგომაც, კოალიციების შექმნაც, დაშლაც, შესაბამისად ეს მგონი მისასალმებელია. რეალური დემოკრატია არის ეს",-განაცხადა სუბარმა.

  შეგახსენებთ, რომ კოალიციის დაშლის საფრთხე მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საზელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა მიიღო.


   გადაწყვეტილება  თანამდებობიდან  გადადგომის შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: