ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს ატარებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები  სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს ატარებს!

 "ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და ამ კურსიდან გამოსვლა გამორიცხულია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ეხება ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს.


"სახეზეა, რომ დამახინჯებული გზით მიჰყავთ ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს აღნიშნული პროცესი. მსურს გითხრათ, ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს კურსი არის ურყევი. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი. ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება მიუღებელია, ეს არის ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა., 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ნდობის მანდატი "ქართულ ოცნებას" მისცა. სწორედ ამიტომ, მათ ეს ნდობის მანდატი კიდევ ორჯერ დაამტკიცეს., ეს ცალკე აღებული არცერთი პოლიტიკოსის დამსახურება არ იყო. სწორედ ასეთი გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ეხება ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებს, აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, თავისუფალი დემოკრატების წევრები და არჩევანს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის აკეთებენ. გამოძიების პროცესის შეფერხება არის დაუშვებელი, ჩვენი სახლემწიფო არ მისცემს უფლებას არავის, რომ ობიექტურად დაწყებული გამოძიება დამახინჯებულად წარიმართოს. ამ ვითარებაში პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს. დღეს ჩვენი სახლემწიფო არის ძლიერი. დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: