ეკა ბესელია: საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება!

ეკა ბესელია: საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება!

  "მგონია, რომ ფრაქცია "დემოკრატების" სრული შემადგენლობა არ დატოვებს უმრავლესობას, ვერ ვხედავ, რომ უმრავლესობას რაიმე საფრტხე დაემუქროს. -ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომერე ეკა ბესელია აცხადებს. 

 

  ბესელიას თქმით, იქნებიან დეპუტატები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში და ეს იქნება სახელმწიფოებრივად მიღებული გადაწყვეტილება.


"მგონია, რომ ფრაქცია "დემოკრატების"  სრული შემადგენლობა არ დატოვებს უმრავლესობას  და იქნებიან დეპუტატები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მიღებული გადაწყვეტილება .

არიან ასევე დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში,  მიღმა არიან, მათაც აქვთ, ბუნებრივია, თანამშრომლობის სურვილი ჩვენთან. ასე, რომ საპარლამენტო ცხოვრების თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ უმრავლესობას რაიმე საფრთხე დაემუქროს",-აცხადებს ბესელია.

გავრცელებული ინფორმაციით,  ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" წევრები – თამაზ ჯაფარიძე და გელა სამხარაული კოალიციას არ ტოვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი  ლიდერი ვიქტორ დოლიძე ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოეყო.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები, გუშინ  თანამდებობიდან გადადგნენ. გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებას უკავშირდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: