კიდევ ერთი დანაკლისი

კიდევ ერთი დანაკლისი

    74 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი გურამ ფირცხალავა.

   გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან კი გურამ ფირცხალავა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მივიდა და ბევრი დაუვიწყარი კინო-სახე შექმნა.

 

"ივერიონი" სამძიმარს უცხადებს გურამ ფირცხალავას ოჯახს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: