„ტროას ცხენის“ ლუსტრირებული მექანიზმი

„ტროას ცხენის“ ლუსტრირებული მექანიზმი

დღეს უკვე ძალიან ბევრი ხვდება იმას, რომ ამერიკის სიონისტურმა ძალებმა დაგეგმეს უკრაინის სახელმწიფოს დანგრევაც და საქართველოში ახალი ხელისუფლება მოამარაგეს ეგრეთწოდებული „ტროას ცხენებით“ იმ მომენტისთვის, როცა შიგნიდან უნდა დაწყებულიყო რღვევა და ამის მოსალოდნელი შედეგებით კი თავად გაზულუქებულიყვნენ. რომ არა ჩვენს მეზობლად მყოფი და ყველასთვის კარგად ცნობილი იმპერიადწოდებული ტერიტორიების წამღლეტავი უფროსი ძმა -  რუსეთი, ალბათ ამერიკელების გეგმაც უფრო სხვანაირი იქნებოდა. ახლა მათი ლუსტრირება ცოტა გართულებულია, რადგანაც თავიანთი ცოდვების გადასაბრალებლადაც რუსეთს იყენებენ, არადა, პუტინს საკუთარი მომხვეჭელობაც ყოფნის, სხვისიც რომ არ მიაწერონ ზედ.

ამერიკა, როგორც წამქეზებელი ბნელი ძალა მანიპულირებს სიტყვით „FAC“ დასაგლეჯი ობიექტი კი ყოველთვის ემოციური და ვნება-ვერ-დათრგუნული სახელმწიფოებია. ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი ვითარება პირველ რიგში მოითხოვს ქვეყნის მართვას მშვიდ გარემოში მხოლოდ ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით და არა ემოციურ ფონზე შექმნილი ისტერიით.

ამ დროს სწორედ სახელმწიფოს ეროვნულმა ჯარმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაიცვას სამშობლო და არა გადამთიელების ინტერესები. ძალიან კარგი მაგალითია ჩვენთვის უკრაინა, ამის მეასედსაც ვერ გაუძლებს საქართველო - მთავარია, არ დაიწყოს მსგავსი მოვლენა, თორემ ავადსახსენებელი პროცესები გეომეტრიული პროგრესიით ისე განვითარდება, როგორც ხანძარი ქარბუქში, მერე მიზეზ-შედეგობრიობაში გარკვევა რთული იქნება, როცა ქვეყანა აღარ იარსებებს. რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს, ის ცეცხლიც არაა ჯერ ჩამქრალი - წლებია გასული და დღესაც ვბოლავთ.

რამდენი ხანიაა, „ნაციონალები“ „მაიდანს“ საქართველოშიც აანონსებენ, ხომ უნდა მივხვდეთ სხვის მაგალითზე მაინც, რა მოუტანა „მაიდნის“ მოწყობამ უკრაინას. შედეგები ხელში გვიჭირავს და უნდა ვაანალიზებდეთ, რომ სიმშვიდეა დღეს ყველაზე ფასეული.

მასონური მანქანა ისე დაიხვეწა, რომ ეროვნული იდეების საკუთარ ქარხანაში მაკულატურის სახით გადამუშავებასაც კი ახერხებს, ახალი პროდუქტი კი ომი და ნგრევაა. რატომ უნდა გამოვაყენებინოთ საკუთარი თავები ჩვენსავე საწინააღმდეგოდ ვინმეს? იყვირონ, იბღავლონ და ნურავის ნუ ავყვებით, ჩვენი გადამრჩენელი მხოლოდ ღმერთია და არა ადამიანთა რაღაც ბნელი დაჯგუფება, რომლებიც მოსწრებაზე არიან, რომ ფული ხაფონ.

ტოტალური თვალთვალის და გლობალური მართვის მექანიზმის ხერხემალი ბოროტის მიერ მიზანში ამოღებული სახელმწიფოების ეკონომიური შესუსტებით ძლიერდება, ამ გეგმის თავდაპირველი პუნქტი კი მსოფლიო ბანკის დავალებაა - მისმა სხვადასხვა განშტოებებმა გასცენ მაღალპროცენტიანი სესხები, მოსახლეობისთვის შექმნან მადისაღმძვრელი „გამდიდრების“ ეფექტური გარემო მაღალფარდოვანი პროფესიონალური ეკონომიკურ-ბუღალტრული ტერმინების რახა-რუხით, სინამდვილეში კი ბანკში მისულმა თანხის ამღებმა ადამიანმა წესიერად ისიც კი არ იცის, რა არის „ძირი“ და „პროცენტი“ მაგრამ იმდენად დაბოლებულია ცრუ რეკლამებით, რომ მხოლოდ საბოლოოდ, მიწურულში ხვდება, რომ წლების განმავლობაში აჭმევდა და ასმევდა საბანკო სისტემას საკუთარი წვალების და მოტყუების ხარჯზე, ხელში კი ცარიელი ფარატინა ხელშეკრულების იქით ვერაფერი დაიჭირა.

ბანკების მიერ ქუჩაში გაგდებული ბინაწართმეული ოჯახების რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა - ამ უბედურებას ემთხვევა გენომოდიფიცირებული საკვები, ფალსიფიცირებული წამლები და მომწამვლელი ჰაერი, სადაც მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა მომაკვდინებელი ელემენტია თავმოყრილი...

ერთი სიტყვით, ხალხი აგონიაშია, ბოროტი კი ხარობს... ამ მზაკვრული ხერხებით ფსიქიკა და ჯანმრთელობაგანრღვეული ინდივიდუალობადაკარგული მოსახლეობის მართვა ადვილი ხდება, ამ ყველაფერს ზედ ერთვის ემოციური ფონი, ეროვნული იდეების აზვირთება და შექმნილი ჩიხიდან გამოსავალის ძებნის მცდელობა.

აი, ამ მომენტისთვის ჩნდება ზუსტად ვინმე „კეთილი სპონსორი“ რომელსაც თურმე მსოფლიო მისია აკისრია - გადაარჩინოს კაცობრიობა დაღუპვისგან. არადა სწორედ თავადვე გახლავთ ის ცრუ ექიმი,რომელიც პაციენტს წამლავს,რომ შემდეგ სხვის დასანახავად „უმკურნალოს“ და სანდომიანობა მოიპოვოს. ამ ყველაფერს ფინალში ერთვის მისი ქმედების ახალი დამანგრეველი მექანიზმი (გეგმის ბოლო ნაწილი), რომლის ფესვში ჩაწვდომაც მხოლოდ რჩეულების ხვედრია.

ეს რჩეულები კი ზომიერი, მშვიდი და მხოლოდ ღმერთზე მინდობილი მორწმუნე ადამიანები არიან.

ამიტომ, აი, ამ ზემოთხსენებული სქემის გათვალისწინებით უნდა ვიცხოვროთ, ავიცილოთ მოსალოდნელი ხაფანგები და ვადიდოთ მხოლოდ უფალი, რომელიც მაცხოვნებელ ძალას და ციურ მანანას საკვებად თავადვე გამოგვიგზავნის.


ღმერთმა გაგვაძლიეროს და შეგვაგნებინოს, რომ ვინც სული ჩაგვბერა და დაგვამკვიდრა ამქვეყნად, მხოლოდ ის თუ გვიშველის. სხვა პატრონი უბრალოდ არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია!

ინგა ჟღერია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: