"ქართველი ემიგრანტები":-"10-დან 14 ნოემბრამდე აქციისა და ქვეყნის "მხარდასაჭერად" ჩამოვა უკრაინელთა ის 20-კაციანი ჯგუფი, რომელიც პირველი დადგა მაიდანზე"

"ქართველი ემიგრანტები":-"10-დან 14 ნოემბრამდე აქციისა და ქვეყნის "მხარდასაჭერად" ჩამოვა უკრაინელთა  ის 20-კაციანი ჯგუფი, რომელიც პირველი დადგა მაიდანზე"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს  ეხმიანება და 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებასაც ავრცელებს. ის ასევე მიმართავს შს მინისტრს.

 

   -"ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და მოსალოდნელი გართულებების  გათვალისწინებით, ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" საჭიროდ ვთვლით არამარტო ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საჯაროდ გაცხადებას, რათა ვერ მოხერხდეს ცალკეული პოლიტიკური ძალების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

   როგორც ცნობილია,  15 ნოემბერს დაგეგმილია ვითომდა დასავლური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ჯგუფებისა და მოქალაქეების ფართომასშტაბიანი აქცია  -თითქოს  მოსალოდნელი  ანექსიის გასაპროტესტებლად.

   სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს აქცია სინამდვილეში მიმართულია  ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა შორის იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც "რევოლუციური წვრთნა" გავლილი აქვთ უკრაინაში, მაიდანზე.  წინასწარი გათვლით, ისინი უახლოესი დღეების განმავლობაში დაუბრკოლებლად შემოვლენ ქვეყანაში, რადგან არიან საქართველოს მოქალაქეები.

   10-დან 14 ნოემბრამდე აქციისა და ქვეყნის "მხარდასაჭერად" ჩამოვა უკრაინელთა  ის 20-კაციანი ჯგუფი, რომელიც პირველი დადგა მაიდანზე", - განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.

   მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც,  ალბათ, არა მარტო ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, არამედ მიღებულიც აქვს სათანადო პრევენციული ზომები, განსაკუთრებულად გაძლიერდეს და გამკაცრდეს აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლი.

  საზოგადოებას მოვუწოდებთ, განსაკუთრებით აქციის დღეს არ აჰყვნენ პროვოკაციულ გამოხდომებს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, რადგან ეს იქნება ერთიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი.

  გამოვთქვამთ იმედს, რომ ქვეყნის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაუშვებს საქართველოში არათუ დესტაბილიზაციის კერების შექმნას,  არამედ ამის მცდელობასაც კი.

  დარწმუნებულნი ვართ,  ამ პოზიციას გაიზიარებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ყველა ის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გაერთიანება, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში" - განაცხადა ყუშიტაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: