პარლამენტში "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობა შესაძლებლად მიმაჩნია

პარლამენტში "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობა შესაძლებლად მიმაჩნია

 კოლიცია "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან ითანამშრომლებს.

 

  "ბუნებრივია, ამ პროცესების შემდეგ ეს უკვე არის ლოგიკური გაგრძელება. ვფიქრობ, რომ პარლამენტში თანამშრომლობა "თავისუფალ დემოკრატებთან" სხვადასხვა საკანონმდებლო გადაწყვეტილების დროს, რასაკვირველია, შესაძლებლად მიმაჩნია. ფრაქციაში არიან ადამიანები, რომლებთანაც გვექნება ერთობლივი გადაწყვეტილებები. მე მგონია, რომ არ არის ისეთი ნაპრალი ჩვენსა და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ კონკრეტულ საკიხებზე საერთო გადაწყვეტილების მიღება" –განაცხადა ეკა ბესელიამ. 
  ბესელია "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას პოზიტიურად უყურებს:

 

  "ჩემს პირად აზრს გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში მონოპოლია "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიცურ სივრცეზე. ძალიან კარგი, რომ ეს სივრცე გაიხსნა და გაჯანსაღდა ცივილიზებული და ბევრად უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალის მიერ, როგორიც იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები". მე ვისურვებდი მათთან დებატებს და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან". რადგან ძალიან მომბეზრდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დებატები. იმ ადამიანებთან დებატები, რომელთა პოლიტიკურ ოპონენტებად განხილვა ძალიან რთულია. ამ ფორმატში წარმოიდგინე, რომ საპარლამენტო პროცესში ჰქონდეს ჯანსაღი დებატი- კულტურული, პუნქტუალური, კორექტული - ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არიან "თავისუფალი დემოკრატები" . მგონია, რომ გაცილებუთ უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ვიდრე ის, რომ საზოგადოება მუდმივად უყურებდეს ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" გაუთავებელ დუელს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: