12 დეპუტატი მზად არის უმრავლესობის წევრი გახდეს

12 დეპუტატი მზად არის  უმრავლესობის წევრი გახდეს

კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უმრავლესობა ერთ და ორ დეპუტატზე დამოკიდებული არ არის" და საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის საკითხზე კომენტარიც ნაადრევია.

"საქართველოს პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც დღესვე, ამ წუთასვე გახდება უმრავლესობის წევრი", - აღნიშნა ხიდაშელმა და განმარტა, რომ ამ დროისთვის უმრავლესობაში არის ყველა ფრაქცია, მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატებიც".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: