სოზარ სუბარი:-"აღარავის ახსოვს "ნაციონალური მოძრაობა" თუ კიდევ არსებობს"

სოზარ სუბარი:-"აღარავის ახსოვს "ნაციონალური მოძრაობა" თუ კიდევ არსებობს"

   "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიესალმება  დაამბობს რომ ეს კარგია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება.

   -"კარგია ეს ყველაფერი, რომ დღეს სხვა ძალები ლაპარაკობენ და აღარავის ახსოვს "ნაციონალური მოძრაობა" თუ კიდევ არსებობს, ეს ქართულ საზოგადოებას უნდა მივულოცოთ. თუ ოპოზიციურ სპექტრს დაიკავებენ სხვა ძალები, თავისთავად, ეს ძალიან კარგია. მართლაც სირცხვილია ის, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს"ნაციონალური მოძრაობა,"- განაცხადა სუბარმა "ქრონიკის" ეთერში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: