დავით უსუფაშვილი:-"დღეს არის კრიზისული მოვლენები, რომლებიც მალე დაიძლევა"

დავით უსუფაშვილი:-"დღეს არის კრიზისული მოვლენები, რომლებიც მალე დაიძლევა"

   -"ახლა არ არის კრიზისი, დღეს არის კრიზისული მოვლენები, რომლებიც მალე დაიძლევა"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ "რეაქციაში".

   ცნობილი გახდა, რომ ხვალ დავით უსუფაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში დაესწრება.

   -"მივალ თუ არ მივალ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუ არ მივედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან გაბუტული ვარ და თუ მივედი, არც ეს ნიშნავს იმას, რომ რამეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. "თავისუფალი დემოკრატები" ჩვენი პარტნიორი და მეგობარი პარტიაა და საერთოდ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ, თუ ცოტას მაინც მოვინდომებთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: