ზურაბ ჯაფარიძე:-"ცალსახა დასკვნის გამოტანა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" სერიოზულ ოპოზიციას შექმნიან, შეუძლებელია"

ზურაბ ჯაფარიძე:-"ცალსახა დასკვნის გამოტანა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" სერიოზულ ოპოზიციას შექმნიან, შეუძლებელია"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა სულაც არ უქმნის საფრთხეს "ნაციონალურ მოძრაობას". მისი თქმით "თავისუფალი დემოკრატები" ვერასოდეს იქნებიან ნამდვილი ოპოზიციონერები.

   -"ცალსახა დასკვნის გამოტანა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" სერიოზულ ოპოზიციას შექმნიან, შეუძლებელია. ისინი იზიარებენ მთავარ პოსტულატს "ქართული ოცნების", რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს ინტერესებს. თუნდაც ის  ფაქტი, რომ რუსეთის ქმედებებზე საქართველოს ხელისუფლება დუმს, ქვეყნისთვის დამღუპველია. საქართველო არასოდეს დაივიწყებს აფხაზეთში ეთნიკურ წმენდას და საქართველო არასდროს არ დათმობს ტერიტორიებს". 

   მისივე განცხადებით, "ქვეყნის დიდი პრობლემაა ის, რომ ოლიგარქი კულისებიდან მართავს ქვეყანას და მის მიერ მოყვანილი მთავობა მართულია მისსავე ხელში".

   ჯაფარიძეს არა აქვს პასუხი კითხვაზე-"დაიჭერენ თუ არა ალასანიას?". მისი თქმით ამ პროცესის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და "დამოკიდებულია ოლიგარქის ხუშტურებზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: