დავით უსუფაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" უკუსვლის გზას ადგას!

დავით უსუფაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" უკუსვლის  გზას ადგას!

  "ნაციონალური მოძრაობა" თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 


  "არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეთი ჩასანაცვლებელია, "ნაციონალური მოძრაობა" თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას, ყოველ შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დახმარება არ სჭირდებათ. თავად ახერხებენ, ნელ-ნელა და უფრო მყარი არგუმენტები გაუჩინონ, ვისაც კიდევ სჯეროდა მათი, რომ ეს არასწორი მიმართულებაა. დანარჩენ პარტიებს ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, თავისი ნიში აქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. მრავალპარტიულობა სჭირდება ქვეყანას, ეს არის მთავარი. რაც მოხდა, ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე და საჭიროა, გავუმკლავდეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: