ბიძინა ივანიშვილი: კოალიციიდან ალასანიას წასვლა ნორმალური მოვლენაა!

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციიდან ალასანიას წასვლა ნორმალური მოვლენაა!

  "რაც ხდება ქვეყანაში არ დავარქმევდი პოლიტიკურ კრიზისს. იყო გარკვეული რყევები, რაც არ არის სასიამოვნო. ," -  განცხადება ამის შესახებ  მოამბის პირდაპირ ეთერში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

 მისი თქმით, კრიზისი გამოუვალობას ჰქვია. პრაქტიკულად ყველა კითხვას უკვე აქვს პასუხი გაცემული, დალაგებულია ყველაფერი


  "კოალიციაშიც იყო კრიზისი, თუმცა, ეს იყო  ნიშნები საერთო სახელისუფლებო კრიზისისა. ნორმალური მოვლენაა ალასანიას წასვლა. ეს ყველა ქვეყანაში ხდება. გავაკეთოთ ანალიზი რა მოხდა, რა არის ცუდი და რა კარგი. მოკლედ თუ შევაფასებთ, ის რაც მოხდა, კარგი არაფერია, მაგრამ მას შემდგომ რაც ყველაფერი დალაგდება და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა, ვფიქრობ სტრატეგიულად ქვეყანას არ დააზიანებს. შეიძლება უკეთესიც იყოს. უნდა ვეცადოთ, მოვლენები როგორც განვითარდა ქვეყნის სასიკეთოდ მოვირგოთ," - განაცხადა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: