კახა შამათავა:-"ხელისუფლება! გამოფხიზლდი! ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებულები, ბატონებო!"

კახა შამათავა:-"ხელისუფლება! გამოფხიზლდი! ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებულები, ბატონებო!"

   ზუგდიდში ჩატარებულ "აფხაზთა კრებას" არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი კახა შამათავა ეხმიანება და ამბობს:

   -"ნებისმიერი ხელისუფლება,პოლიტიკური პარტია თუ ცალკე აღებული პოლიტიკოსი,ვერასდროს ვერ მიაღწევს წარმატებას თუ მათი უპირველესი მიზანი,ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა არ იქნება და ამ მიზნისთვის,დევნილი საზოგადოების პოტენციალის გამოყენებას არ დაეყრდნობა.დევნილი საზოგადოება,მისი განვლილი მძიმე სოციალუ-ეკონომიკური ცხოვრებით,არის ყველაზე მოტივირებული ძალა,რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარებაში ძირეული ცვლილებები შეიტანოს.სამწუხაროდ,ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ (ვერ) გაითვალისწინა,შედეგიც სახეზეა,21 წლიანი არამდგრადი პოლიტიკური ცხოვრება. იმედი მაქვს რომ ხელისუფლება,ერთხელ და სამუდამოდ გაერკვევა დევნილი საზოგადოების პრობლემებში.დღეს ხელისუფლება არ ფლობს სიტუაციას დევნილთა მიმართულებით,რასაც შეიძლება,გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

რაც შეეხება დღეს ზუგდიდში ჩატარებულ კრებას, ეს იყო "ნაცბანდის" მორიგი მცდელობა დევნილ საზოგადოებაში განხეთქილების შესატანად. ხელისუფლება! გამოფხიზლდი! აფხაზეთის ხელისუფლებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს მისთვისაა აუცილებელი.

   დიდი სიმშვიდით, პროფესიონალურად, ზუგდიდში, ნაცბანდის ბოსები ატარებენ მასშტაბურ შეხვედრას დევნილ საზოგადოებასთან, თანხმდება 15 ნოემბრის აქციის დეტალები და ეს ყველაფერი შეფუთულია "აფხაზთა კრების" სახელით. არაფრის თქმა არ მინდა, ჩვენ ყველაფერი ნათქვამი გვაქვს, მაგრამ კრიზისული სიტუაციის დადგომის შემთხვევაში, პასუხი ისეთ ხალხს მოეთხოვება, რომელიც დღეს მხართეძოზეა წამოწოლილი და მათი მშველელიც არ იქნება არავინ, ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებულები, ბატონებო!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: