საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურამ გუგენიშვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურამ გუგენიშვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის გურამ გუგენიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

"გურამ გუგენიშვილის ასპარეზობა ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში. მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა და სიამაყით გვავსებდა ყველას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის ასე ახალგაზრდა - 28 წლისა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როცა წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდა.გულწრფელად თანავუგრძნობ გურამის ოჯახს, მეგობრებს, სპორტსმენებს, მის გულშემატკივრებს, მთელ საქართველოს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: