ჯონდი ბაღათურია: ბიძინა ივანიშვილი მლიქვნელი ადამიანებითაა გარშემორტყმული!

ჯონდი ბაღათურია: ბიძინა ივანიშვილი მლიქვნელი  ადამიანებითაა გარშემორტყმული!

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერით გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი ცრუ ინფორმაციაზე რეაგირებს.
 
"ჩემთვის ახალი არაფერი იყო მის გამოსვლაში, თუმცა, ერთი რამე შევამჩნიე ახალი - ივანიშვილი კმაყოფილია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, პარლამენტში ძალიან ცუდი სურათი გვაქვს ამას შეცვლა სჭირდება. 

"სიტუაციის დალაგება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. პარლამენტში ძალიან ცუდი სურათი გვაქვს და ამას შეცვლა სჭირდება", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

"ივანიშვილი რომ  იღებს გადაწყვეტილებებს, ამას არ ვაპროტესტებ, მაგრამ ის რეაგირებს ცრუ ინფორმაციაზე.  გარშემორტყმულია მლიქვნელებით, ადამიანებით, რომლებიც  მლიქვნელობაში არიან გაწაფულები! არ შეიძლება ამ ბასტი-ბუბუს გაგრძელება. ეს ხელისუფლება აუცილებლად და ძალიან მალე შეიცვლება!"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: